სარეცხი მანქანა

სამაშველო ოპერაცია: ოთხი წლის ბიჭუნა სარეცხი მანქანის დოლურაში ჩაიკეტა

229
(განახლებულია 21:17 08.11.2019)
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ჯერ დოლურაში გამომწყვდეული ბავშვი დაამშვიდეს, მერე კი სასწრაფოდ დაიწყეს მისი გათავისუფლების ოპერაცია.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ოთხი წლის ბიჭუნა სარეცხი მანქანის დოლურაში შეძვრა და ისე ჩაიკეტა, რომ მშობლები იძულებული გახდნენ სამაშველო სამსახური გამოეძახებინათ.

შემთხვევა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფაში მოხდა.   

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ჯერ დოლურაში გამომწყვდეული ბავშვი დაამშვიდეს, მერე კი სასწრაფოდ დაიწყეს მისი გათავისუფლების ოპერაცია.

„მაშველების ოპერატიული და სწორი მოქმედების წყალობით ბავშვი ფრთხილად ამოიყვანეს სარეცხი მანქანიდან“, — ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებაში.

მაშველებმა მშობლები გააფრთხილეს, რომ სარეცხი მანქანისგან „კვესტი“ აღარასდროს მოაწყონ.

229
თემები:
მსოფლიო დღეს (1694)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს ახლო აღმოსავლეთიდან „მიბრძანება“ მოსთხოვა

22
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ რუსეთი „ახლო აღმოსავლეთიდან უნდა მიბრძანდეს“. ასეთი განცხადება ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუში ვიდეოკონფერენციაზე გააკეთა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დევიდ შენკერმა

მან რუსეთის როლს რეგიონში დესტრუქციული უწოდა. ხოლო ამერიკის დესტრუქციულ როლზე არაფერი უთქვამს. მისდევდა რა საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს, ბოლო ათწლეულებში ვაშინგტონი არაერთხელ ჩაერია ახლო აღმოსავლეთის სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. ის აფინანსებდა ტერორისტებს და ქაოსსა და ნგრევას ტოვებდა კვალად. ასეთ ქვეყნებს შორისაა სირია, ლიბია და ერაყი. როგორ ახდებს აშშ ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას — იხილეთ ვიდეოში.

22
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ: გერმანიაში აშშ-ის სენატის მცდელობით შეშფოთებულები არიან

42
(განახლებულია 20:25 05.06.2020)
აღმოსავლეთ კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა ამერიკული სენატის გეგმები „ევროკავშირში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საშიშროებად“ შეაფასა

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტი შეშფოთებულია აშშ–ის სენატის მცდელობით, ახალი სანქციები დააწესოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ წინააღმდეგ, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

„გერმანული კომპანიები დიდი შფოთვით ადევნებენ თვალყურს ამერიკელი სენატორების მცდელობას, სანქციები დააწესონ ევროპა–რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

აღმოსავლეთ კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა ამერიკული სენატის გეგმები „ევროკავშირში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საშიშროებად“ შეაფასა. მისი თქმით, სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ წინააღმდეგ მიმართულია „ათობით გერმანული და ევროპული საწარმოს წინააღმდეგ“. 

„ამერიკელი სენატორების მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ არგუმენტებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ მიმართ ბევრი აქვს საერთო ფეიკ–ნიუსებთან და ცოტა — რეალობასთან. ეს გაზსადენი არ ემუქრება ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ის გაზის დამატებით რაოდენობას უზრუნველყოფს, რათა ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდის პირობებში ფასები სტაბილური დარჩეს ევროპელი მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის და ევროკავშირმა შეძლოს, უფრო სწრაფად მიაღწიოს თავის მიზნებს კლიმატის დაცვის კუთხით“, — განმარტა ჰერმესმა. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის ტერიტორიულ წყლებზე ან რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე.

ავსტრიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო სანქციები გააკრიტიკა>>

მისი მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

42
თემები:
მსოფლიო დღეს (1694)
კახა კალაძე

თბილისის მერს ნერვებმა უმტყუნა: შეხლა-შემოხლა სკვერის გახსნაზე

0
(განახლებულია 14:37 06.06.2020)
კალაძემ მომხდარს ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან წარუმატებელი პროვოკაცია უწოდა, ხოლო მის აქტივისტებს - თაღლითები

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. თბილისის მერს, კახა კალაძეს და მის დაწვის წევრებს ვარკეთილში სკვერის გახსნაზე დახვდნენ აქტივისტები, რომლებიც ე.წ. ანას ბაღში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

ინციდენტი გუშინ მოხდა. კალაძე ესაუბრებოდა მოსახლეობას, რა დროსაც მას მიუახლოვდა ორი სამოქალაქო აქტივისტი, რომლებმაც მას მერიის მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები წაუყენეს.

ამან კალაძის გაღიზიანება გამოიწვია, მან ვერ შეძლო ემოციების შეკავება და მასსა და მის დაცვას და აქტივისტებს შორის ხანმოკლე შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად ერთ-ერთ აქტივისტს მაისურა დაეხა.

თავად კალაძემ მომხდარს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარუმატებელი პროვოკაცია უწოდა.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულების, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაყვანილ იქნა ტერიტორიიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ კახა კვეკვესკირი, რომელსაც ინციდენტის დროს მაისური დაეხა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც გუშინ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, ამბობს, რომ კახა კალაძის გარდა, მერიის სხვა თანამშრომლებიც ძალადობდნენ. ჩხარტიშვილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ორშაბათს გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით კახა კალაძემ განაცხადა, რომ  ეს მათი უფლებაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა”, - განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ერთი წლის განმავლობაში აპროტესტებს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ანას ბაღის ტერიტორიაზე და სკვერის მოწყობას მოითხოვს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში