დიზაინერი პატრიკ ლუი ვიტონი

საფრანგეთში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

114
(განახლებულია 13:57 08.11.2019)
პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთში 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიტონის მოდის სახლი ავრცელებს. განცხადებაში დიზაინერის გარდაცვალების მიზეზზე არაფერია ნათქვამი.

პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო. ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა.

ბრენდის წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 500-მდე მაღაზიას ფლობს.

114
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1760)

ამერიკული დავები: აშშ-ის მოქალაქეებს თბილისში პოლიცია ამშვიდებდა - ვიდეო

118
მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის ცენტრში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა აქცია

აქციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში მცხოვრები ამერიკელები, რომლებსაც რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქცია სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით დაიგეგმა.

საპროტესტო აქციამ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოყვა, სწრაფად მოიცვა მთელი ამერიკა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აშშ-ში დემონსტრანტებმა დაარბიეს მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და პოლიციის შენობები.

ასობით ადამიანი გამოვიდა ხელში პლაკატებით “ვიგუდები“ და „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ ნიდერლანდებში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

118
ჯანმოს შტაბბინა

პანდემიას ახალი კატასტროფა მოჰყვება: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს

81
(განახლებულია 21:13 04.06.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჯანდაცვის სააგენტოში შიშობენ, რომ ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება უახლოეს მომავალში კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები გამოიყენება, ეს გააძლიერებს ბაქტერიულ რეზისტენტობას და გაზრდის სიკვდილიანობას უახლოეს მომავალში, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 

როგორც ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, ანტიბიოტიკებისადმი მედეგობას სულ უფრო საშიში რაოდენობის ბაქტერიული ინფექციები იჩენს, რომლებიც მანამდე ჩვეულებრივ იკურნებოდა ამ ტიპის პრეპარატებით.

„აშკარაა, რომ მსოფლიო კარგავს უნარს, გამოიყენოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული პრეპარატები“, —  განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ რეალურად COVID-19-ით ინფიცირებულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ესაჭიროებოდა ანტიბიოტიკების მიღება. ორგანიზაციამ სახელმძღვანელოც კი გამოსცა მედიკოსებისთვის, რათა ექიმებს ტყუილუბრალოდ არ დაენიშნათ ანტიბიოტიკებით მკურნალობა მათთვის, ვისაც COVID-19 მსუბუქი ფორმით უვითარდებოდა.

იხილეთ თვალსაჩინო გრაფიკა: ფრთხილად, ანტიბიოტიკია!

ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მედეგობა — ეს „თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური გამოწვევაა“.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ზოგი ქვეყანა ანტიბიოტიკებს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდა, შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი იყო, რასაც „არაერთი სიკვდილი მოჰყვა“.

 

81
თემები:
მსოფლიო დღეს
„აწარმოე საქართველოში“ - შპალერის ფაბრიკა

მთავრობის გეგმები: ერთ–ერთი წარმატებული პროექტი ფართოვდება

0
(განახლებულია 09:21 05.06.2020)
პროექტი ადრე 100 დარგის საწარმოებს ეხმარებოდა, ახლა ეს რაოდენობა, პრაქტიკულად, ორმაგდება, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესის დახმარების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავა: საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი>>

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს–სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიზრდება სესხების არეალი, რომელსაც მთავრობა დაეხმარება. თუ აქამდე მთავრობა ეხმარებოდა კომპანიებს, რომელთა სესხის მოცულობა 150 ათასი ლარიდან 5 მილიონამდე იყო, ახლა ქვედა ზღვარი 50 ათასი ლარი იქნება, ზედა კი - 10 მილიონი. ამასთან, თუ აქამდე მთავრობის თანადაფინანსება 24 თვეს გრძელდებოდა, ახლა ეს პერიოდი 36 თვემდე იზრდება“

ამას გარდა, მინისტრის განცხადებით, თუ აქამდე პროექტი 100 დარგის საწარმოებს ეხმარებოდა, ახლა მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, ორმაგდება, მათ შორის მოხვდება სამშენებლო ინდუსტრია და სამშენებლო მასალების წარმოება.

თურნავამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მიიღეს. ცვლილებები პროგრამაში აისახება სახელმწიფო ბიჯეტში, რომლის ახალი რედაქცია პარლამენტში პარასკევს შევა.

0
თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“