ქალი და მამაკაცი

ექიმები ასახელებენ დაავადებებს, რომლებიც რეგულარული სექსით იკურნება

3259
(განახლებულია 20:29 06.11.2019)
მედიკოსების თქმით, სქესობრივი აქტი დიდი რაოდენობით კუნთების მუშაობას ააქტიურებს, რასაც სპორტდარბაზში დამქანცველი ვარჯიშის ეფექტი აქვს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებად ემართებათ სერიოზული დაავადებები, დაასკვნეს უილქსის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა. 

მკვლევარების თქმით, მამაკაცები, რომლებსაც კვირაში ორჯერ მაინც აქვთ სექსი, გარკვეული დოზით არიან დაცულები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ამასთან, როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, ინტიმური ცხოვრება აძლიერებს იმუნიტეტსაც — რეგულარული სექსის მქონეთა ორგანიზმი 30%-ით მეტ იმუნოგლობულინ А-ს შეიცავს. 

სექსოლოგი: რეგულარული სექსი ხსნის სტრესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს

გარდა ამისა, ინტიმური ცხოვრება ქმედითი პროფილაქტიკაა გაციებებისა და გრიპისთვის. 

მედიკოსების თქმით, სქესობრივი აქტი დიდი რაოდენობით კუნთების მუშაობას ააქტიურებს, რასაც სპორტდარბაზში დამქანცველი ვარჯიშის ეფექტი აქვს. ეს კი დადებითად აისახება სისხლძარღვებზე და ახალი კაპილარებიც კი წარმოიქმნება. 

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ რეგულარული სექსი თირკმელკენჭოვან დაავადებასაც კი ებრძვის, ასევე ძალიან ეფექტურია შაკიკის სიმპტომების შესასუსტებლად, უძილობისა და დეპრესიების აღმოსაფხვრელად.

3259
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (385)
მზის ჩასვლა ზღვაზე

მზის მინიმუმი დაიწყო: გველის თუ არა გამყინვარება და მიწისძვრები?

143
(განახლებულია 17:15 29.05.2020)
გასული წლის დეკემბერში მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მზის მინიმუმის დადგომა 2020 წლის აპრილისთვის იყო ნავარაუდევი — პლუს–მინუს ექვსი თვის ცთომილებით. ასე რომ, ჩვენ ან უკვე ვართ აღნიშნულ პერიოდში, ან მის ზღურბლზე ვდგავართ

თბილისი, 29 მაისის — Sputnik. მზის მინიმუმი, რომლის 2019-2020 წლებში  დადგომის თაობაზეც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ალაპარაკდნენ NASA–ს სპეციალისტები, საზოგადოების ნაწილის აზრით, სიცივეს, შიმშილსა და მიწისძვრებს მოიტანს,  იუწყება სამეცნიერო გამოცემა Science Alert–ი.

გამოცემა განმარტავს მზის მინიმუმის რაობასა და მის გავლენას დედამიწის მოსახლეობაზე.  

გასული წლის დეკემბერში აშშ–ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სააგენტომ (NOAA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზის მინიმუმის დადგომა 2020 წლის აპრილისთვის იყო ნავარაუდევი — პლუს–მინუს ექვსი თვის ცთომილებით. ასე რომ, ჩვენ ან უკვე ვართ აღნიშნულ პერიოდში, ან მის ზღურბლზე ვდგავართ. 

მეცნიერების თქმით, მზის ციკლს მისი მაგნიტური ველი განსაზღვრავს, რომელიც მიმართულებას ყოველ 11 წელიწადში ერთხელ იცვლის, თუმცა, რატომ ხდება ეს — ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი.

„მზის მინიმუმი — ეს დაბალი აქტივობის პერიოდია მზის 11 წლიან ციკლში. ამაში საშიში არაფერია. თუ ამ სტრიქონებს კითხულობთ, დიდი ალბათობით, უკვე რამდენიმე მინიმუმი გაქვთ გადატანილი შეუმჩნევლად“, — ნათქვამია სტატიაში.

ირკვევა, რომ დედამიწის მოსახლეობა ვერ შეიგრძნობს მზის ციკლების ცვალებადობას. მართალია, მზის მინიმუმში ულტრაიისფერი გამოსხივება მცირდება (რის გამოც დედამიწის ატმოსფერო თითქოს ცოტა იკუმშება), მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენი დაცვა შეწყვიტოს. ასე რომ, მზის მინიმუმისას საფრთხე კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს ემუქრებათ, მაგრამ არანაირად დედამიწის მოსახლეობას.

რაც შეეხება გამყინვარებას, მიწისძვრებსა და შიმშილობას, მსგავსი მოლოდინები უკავშირდება 1816 წლის „უზაფხულო წელიწადს“, რომელიც სწორედ მზის მინიმუმს დაემთხვა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იყო მცირე გამყინვარების პერიოდი, რომელიც  XIV საუკუნეში დაიწყო და XIX საუკუნემდე გაგრძელდა.

მიიჩნევა, რომ გაჭიანურებულ  მზის მინიმუმს „ახალი გამყინვარების პერიოდი“ შეუძლია გამოიწვიოს. მაგრამ როგორც NASA–ს სპეციალისტები აღნიშნავენ, დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის მოხმარებისა და სათბური გაზების გამოფრქვევის გამო, მზის მინიმუმი ასი წელიც რომ გაგრძელდეს, გლობალური ტემპერატურა მაინც გაიზრდება და გამყინვარება არ გვემუქრება.

 

143
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (385)
როსტომ საგინაშვილი

კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და...  

88
(განახლებულია 16:14 29.05.2020)
„ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში,“- ასე გვითხრა ხალხური სიმღერების გამორჩეულმა შემსრულებელმა, როსტომ საგინაშვილმა.

 1977 წელს, კოსმოსში გაგზავნილ "ოქროს ფირფიტაზე" შეიყვანეს ქართული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო", რომელსაც როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ იდეა დედამიწიდან გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა სხვადასხვა ინფორმაცია დედამიწის შესახებ, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს, კარლ საგანს გაუჩნდა. ეს იდეა მან NASA-ს პროექტთან  ერთად განახორციელა. იმ „ოქროს დისკზე”  სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად მხოლოდ 27 მუსიკალური ნაწარმოები შეარჩიეს, მათ შორის ჩვენი ქართული ხალხური საგანძური „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა.

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ როსტომს და ვთხოვეთ კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ეს ფაქტი და მისი ცხოვრების დაუვიწყარი შეხვედრები...

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- ბატონო როსტომ, თუ გრძნობთ თავს ისტორიის ნაწილად?

- ისტორიის ნაწილად ვგრძნობ თუ არა თავს? - ხანდახან ალბათ კი, ძირითადად ჩვეულებრივი კახელი ვარ... ეს ამბავი ხომ დღეს მარტო დედამიწის კი არა კოსმოსური  ისტორიის ნაწილიცაა. „ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების შესახებ 1977 წელს ამერიკაში მეორე მოგზაურობის დროს გვითხრა ჩვენმა იმპრესარიომ. არც კი გვჯეროდა, იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო. არც დეტალები ვიცოდით, მაშინ ასე მარტივი არ იყო ინფორმაციის მიღება. ერთადერთი, რაც ვიცოდით, ის იყო, რომ მათ საბჭოთა რუსეთის მიერ რეკომენდებული „Подмосковные вечера"- ს ნაცვლად, მათ ერთხმად შეარჩიეს „ჩაკრულო", რომელსაც „ნასაში“ არც ლობი ჰყავდა და არც დამცველი. როცა ანსამბლთან ერთად ამ ამბავმა საქართველოში ჩამოაღწია, ატყდა აურზაური: არა, ჩვენი ნამღერი „ჩაკრულოა“ გაგზავნილი და არა ჩვენიო!... ყველა მეკითხებოდა: როსტომ, ამდენს რომ კამათობს ეს ხალხი, რატომ არ იტყვი ეს თქვენი „ჩაკრულოაო“?...

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- თქვენ არ ერეოდით იმ კამათში?

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იმღერა. ეს ქართული სიმღერის ზეიმი და აღიარებაა და ეს ფაქტი მარად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად დააფასებენ ამ ფაქტის მნიშვნელობას ვიდრე ახლა აფასებენ.

- ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანს შეხვედრიხართ ცხოვრებაში?

- ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა ბედნიერება ცხოვრების გარკვეული პერიოდი გამევლო ქართული ხელოვნების და კულტურის ნამდვილ ვარსკვლავებთან. რომელი ერთი გავიხსენო?-ჰამლეტ გონაშვილი, ანზორ კავსაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ზურა ქაფიანიძე, ანზორ ერქომაიშვილი... საოცარი თაობები წავიდა. რაინდული სული, ვაჟკაცობა, ქართველობა, ნიჭიერება, პატიოსნება  ერთეულებს კი არა, მთელ თაობებს ახასიათებდა. განუმეორეველი ეპოქა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეპოქის პატარა ნაწილი მეც ვიყავი.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

-ყველაზე დაუვიწყარი შეხვედრა რომელი იყო?

- შთამბეჭდავი შეხვედრა ძალიან ბევრი იყო. ერთის გამორჩევა ძნელია. მაგრამ მაინც ჯორჯ ბალანჩინთან შეხვედრას გამოვყოფდი. რატომ? ასეთ კორიფეებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელია. როგორ არ აღელდები როცა იცი, რომ ამერიკულ ბალეტს ქართული წარმოშობის ქორეოგრაფმა ჩაუყარა საფუძველი ჩაუყარა. ყველაზე კარგი მომენტი იყო, როცა ჩვენი მოცეკვავე გოგონები ბალანჩინის ბალერინებს ქართულ ცეკვაში ხელის მოძრაობას ასწავლიდნენ. ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს.

- რამეზე თუ გწყდებათ გული?

- ცხოვრების მანძილზე უნიკალური ფოტოარქივი დამიგროვდა, კარგი საქმე იქნებოდა მათი ალბომად გამოცემა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე, ამიტომ ეს ოცნება შვილებს „ვუანდერძე". ალბათ ისტორიაც ამ ფოტოებთან ერთად "დამიმახსოვრებს". საერთოდ კარგი პატრონი ამ უნიკალურ მოვლენას- ქართული სიმღერის კოსმოსში გაგზავნას ვგულისხმობ, ქვეყნის პრესტიჟის ასაწევად გამოიყენებდა, მაგრამ... ჩვენთან სამწუხაროდ ეს ამბავი შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ ახსენდებათ და მომიკითხავენ ხოლმე: სად არისო...

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

-  მკითხველს ვუთხრათ დღეს სად ხართ...

-სად ვარ და სოფელში ვარ და როგორც ჩვეულებრივ პენსიონერს შეეფერება ისე ვცხოვრობ.

- ისე, თუ გჯერათ დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც რომ არის სიცოცხლე?

- მე მჯერა, რომ სადღაც სხვა ცივილიზაციებიც არსებობს. ხშირად ამიხედავს ცაში და მიფიქრია, ნეტავ, ეხლა ვინ ისმენს ჩვენს „ჩაკრულოს“ მეთქი, ან რომ ისმენს რა ესმის, რა განცდა ეუფლება? ნეტავ, ჩვენსავით ბურძგლავს როცა ესმის: "ხმალო ხევსურეთს ნაჭედო"..

-  დარწმუნებული ვარ, რომ „ჩაკრულო“ მარტო სიმღერა არ არის თქვენთვის...

- "ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში. ჩვენ ხომ ამ სიმღერებს უბრალოდ არ ვუსმენთ. ამ დროს ჩვენი სისხლი დუღს და გული ამოვარდნაზეა. როცა ქართული სიმღერა გვესმის თითქოს ყველა უჯრედი ამ მელოდიას ხმას აყოლებს. იმიტომ, რომ ის ჩვენი ერის სულის ნაწილია. ჩვენ კი ამ ერის შვილები ვართ -ნიჭიერები, ამაყები, ძლიერები და... ჯერჯერობით ყველა თავთავისთვის "ამღერებულები"... აი, როცა ყველა ერთად და ხმაშეწყობილად „ავმღერდებით", მაშინ მართლა გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა...

 

88
მიწის ნაკვეთი

საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

0
ყოველი ფერმერი, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს, წელიწადში მის საკუთრებაში არსებულ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 150 ლიტრ საწვავს მიიღებს

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში 18 ათასმა ფერმერმა დიზელის საწვავი იაფად  შეიძინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინიდსტრმა გიორგი გახარიამ.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია გახდება დახმარების განმსაზღვრელი ფაქტორი.

 „ამ დროისთვის 18 ათასმა ფერმერმა  „აგროდიზელი“ შეღავათიან ფასად შეიძინა. 27 ათასს ჩაერიცხა აგროქულები, რომელთა გამოყენებაც უკვე დაიწყეს“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

პროგრამის ფარგლებში, 1 ლიტრი საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე 1,16 ლარია. SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე 1,5 ათას ლიტრზე მეტი საწვავის შეძენისას კი - 1,07 ლარი.

სულ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 ათას ფერმერს.

დაიწყო ასევე სპეციალური აგრობარათების დარიგება ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს - 200 ლარი ერთ ჰექტარზე. 

ამასთან, აგრობარათებზე დაირიცხება როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა