თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. დედამ 10 თვის ჩვილი კედელს თავით მიანარცხა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, წერს უკრაინული მასმედია.
შემთხვევა გუშინ მოხდა უკრაინის ქალაქ დნეპრში, ბათუმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში დგას აღრიცხვაზე. მან ბავშვს ტრავმა შეგნებულად მიაყენა თუ შემთხვევით, ამის თაობაზე არაფერია ცნობილი.
როდესაც ექიმები ადგილზე გამოცხადდნენ, ბავშვი ნორმალურად გრძნობდა თავს და გონებაზე იყო. ის საავადმყოფოში ბებიასთან ერთად გადაიყვანეს, ხოლო დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს.
ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჩვილს სრული დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობების გარდა, პატარას სხვა ტრავმა, საბედნიეროდ, არ აღმოაჩნდა და ამიტომ სტაციონარში დატოვება საჭირო არ გახდა.
სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს მომხდარის გამოძიება.