თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელის მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც უქმდება შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე, იუწყება CNN–ი თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, 26 იანვრიდან შეზღუდვები აღარ შეეხება შენგენის ზონის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრაზილიის მოქალაქეებს.
„შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრაზილიიდან აშშ–ში პირთა შეუზღუდავი შემოსვლა ვეღარ მიაყენებს ზიანს ქვეყნის ინტერესებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამავდროულად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა, რომ ჯო ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს უნდა გაიმართოს, არ დაუშვებს შეზღუდვების მოხსნას.
With the pandemic worsening, and more contagious variants emerging around the world, this is not the time to be lifting restrictions on international travel.
— Jen Psaki (@jrpsaki) January 19, 2021
როგორც პსაკი აზუსტებს, ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს შეასუსტოს შეზღუდვები საერთაშორისო ავიაგადაზიდვებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესდა.
აშშ–ში შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და ირანიდან 2020 წლის მარტში აიკრძალა. დონალდ ტრამპის ბრძანებულების თანახმად, შეზღუდვა ძალაში რჩება ირანისა და ჩინეთის შემთხვევაში.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გერმანიის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ჩვეულ სამედიცინო პირბადეებზე უარის თქმა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაღაზიებსა და ტრანსპორტში დაცვის მაღალი ხარისხის მქონე, FFP2 კლასის რესპირატორების ტარება მოუწევთ, იუწყება The Guardian-ი.
Germany weighs up mandatory FFP2 masks in shops and on transport https://t.co/U3AtpgOyEJ
— Guardian news (@guardiannews) January 18, 2021
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ამ გზით ამკაცრებს ბრძოლას კორონავირუსულ პანდემიასთან.
აღსანიშნავია, რომ ეს ზომა, რომლის დანერგვაც სურს ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მოქმედებს ბავარიის ფედერალურ მიწაზე.
„24 იანვრამდე ეს ნოვაცია სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ამის შემდეგ მოთხოვნის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს“, — წერს გამოცემა.
გარდა გერმანიისა, პირბადეების ნაცვლად რესპირატორების ტარება გადაწყდა ავსტრიაშიც, სადაც ეს ზომა სავალდებულო 25 იანვრიდან გახდება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 21 იანვარს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 08:22 საათზე ამოვა და 18:01 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.