მეტი კოფეინი - მეტი სიკეთე: მეცნიერებმა ყავის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

CC BY-SA 2.0 / Flickr/ jasleen_kaur / good morningყავის მოხალული მარცვლები
ყავის მოხალული მარცვლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში მეცნიერები სულ უფრო ხშირად იკვლევენ ყავის ხშირი მიღების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, სულ უფრო ხშირად აკეთებენ დასკვნას ბევრი კოფეინის სასარგებლოდ

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ყავის რეგულარულ სმას შეუძლია შეამციროს მთელი რიგი დაავადებების რისკი, ნათქვამია ამერიკელ გასტროენტეროლოგთა კოლეგიის ოფიციალურ საიტზე. 

ყავა - Sputnik საქართველო
ყავა სერიოზულ დაავადებებს ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა

ბეილორის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა ცდა ჩაატარეს, რომელშიც 34 ადამიანი ჩართეს. პაციენტები მათ ორ ჯგუფად დაყვეს. ერთში ისინი შედიოდნენ, ვინც ხშირად და დიდი რაოდენობით მოიხმარდა კოფეინს, მეორეში კი ისინი, ვინც პირიქით, მცირე რაოდენობით ყავას სვამდა.

სწავლულებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა სეგმენტებიდან ლორწოვანი გარსის 97 ბიოფსია აუღეს, რის შემდეგაც შეადარეს, როგორ იყო გავრცელებული ორივე ჯგუფის პაციენტთა ნაწლავებში სხვადასხვა ბაქტერიები.

წაიკითხეთ აქ: დადგინდა ყავის უსაფრთხო სადღეღამისო ნორმა: შედეგებმა მეცნიერები გააოგნა

გაირკვა, რომ ყავის რეგულარულად მსმელებს უფრო მეტი „კარგი“, ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიები (Faecalibacterium-ი და Roseburia) ჰყავდათ და ნაკლები მავნე (Erysipelatoclostridium).

მკვლევარების თქმით, ნაწლავების ასეთი შემადგენლობა და მიკრობიოტის სტრუქტურა მნიშვნელონად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის დაავადებებისა და ასევე დიაბეტის წარმოშობის რისკებს.

ყველა ახალი ამბავი
0