თურქეთის ელჩი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს

54
(განახლებულია 12:32 29.10.2019)
თურქი დიპლომატის თქმით, ქვეყანა 1997 წლიდან არის ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და ასევე მისი განადგურების კონვენციის წევრი

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი უარყოფს ბრალდებებს სირიის ჩრდილოეთში ჩატარებული ოპერაციისას ფოსფორის გამოყენების ფაქტს, განაცხადა თურქეთის ელჩმა მოსკოვში მეჰმეთ სამსარმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების დეზინფორმაციული განცხადებები — ეს გავრცელებული მოვლენაა. ჩვენ უარვყოფთ ამ განცხადებებსა და ამ ბრალდებას... თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს ქიმიური და სხვა აკრძალული იარაღი“, — აღნიშნა ელჩმა. 

სამსარის თქმით, თურქეთი 1997 წლიდან არის ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და ასევე მისი განადგურების კონვენციის წევრი და ქვეყანა განუხრელად ასრულებს ყველა ვალდებულებას.

მანამდე „სირიის დემოკრატიული საბჭოს“ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ილჰამ აჰმედმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისას ფოსფორი გამოიყენა.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ იყო მიმართული, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, რის შესახებაც თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა აცნობა მსოფლიოს.  

 

54
თემები:
მსოფლიო დღეს (1940)

ამაზონში კვლავ ხანძარია - ალმოდებული ტროპიკული ტყეები ფოტოებში

44
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში კვლავ ძლიერი ხანძარია. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში ცეცხლოვანი სტიქიის შედეგების შემაძრწუნებელი სურათები

ამაზონის ტყეებში ხანძრის კერები დღეს უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის ამავე პერიოდში, როდესაც ხანძარმა 1,86 მილიონ ჰექტარ ტყეზე მეტი გაანადგურა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში მაქსიმუმის მაჩვენებელია.

ამაზონის ტყეებს „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ. მისი მოცულობა სამჯერ აღემატება ციმბირის ტაიგას. დაახლოებით 20% ჰაერისა, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, სწორედ ამ ტყეების გამომუშავებულია. გარდა ამისა, ამაზონის ტყეები პლანეტაზე გამომუშავებული ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავს.

 

44
  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ხანძრების რაოდენობა ბრაზილიის ამაზონის ტყეებში 20%-ით გაიზარდა - ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია

  • © AP Photo / Edmar Barros

    ამაზონის ტყეების 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში, 10% - კოლუმბიაში, დანარჩენი 17% გადანაწილებულია სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    მიიჩნევა, ეს ტყეები ჩვენს ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავენ

  • © AFP / Chico Batata

    მაგრამ ხანძრის ჩაქრობა ვერც მეხანძრეებმა შეძლეს და ვერც წვიმამ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტყეებს მხოლოდ შემოდგომის წვიმა გადაარჩენს

  • © AP Photo / Edmar Barros

    მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენა უარყო

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    თუმცა მთავრობის მონაცემები, რომლებშიც ათასობით ხანძრის კერაზეა საუბარი, საპირისპიროზე მეტყველებს

  • © AFP / Carl De Souza

    2019 წელს, როდესაც მსოფლიოს ეკოლოგიურმა საზოგადოებამ განგაში ატეხა მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, ბოლსონარუ ასევე უარყოფდა პრობლემის არსებობის

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ამან დაძაბულობა გამოიწვია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ექსპერტების მონაცემებით, ხანძრები ნამდვილად არ არის ბუნებრივი მოვლენა, მათი გაჩენა ადამიანების ბრალია, რომლებიც ანადგურებენ ტყეებს სოფლის მეურნეობისათვის ადგილის გასათავისუფლებლად

ლაბორატორია

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა სომხეთში 41 ათასს გადააჭარბა

41
(განახლებულია 17:15 13.08.2020)
სომხეთში კორონავირუსის გავრცელება მცირდება, მაგრამ ხელისუფლება მოსახლეობას პერიოდულად რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ ისევ მოუწოდებს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 41023-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინფიცირებულთა ყოველდღიურმა ზრდამ 229 ადამიანი შეადგინა.

საერთო ჯამში, კოროვირუსით გამოწვეული გართულებების გამო სომხეთში 809 ადამიანი გარდაიცვალა (გასული დღე-ღამის განმავლობაში – 3). სხვა მიზეზებით გარდაცვლილი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რიცხვი 238-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 33 897. მკურნალობის კურსს 6 079 ადამიანი გადის. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა კი 180497-ია.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მარტიდან მოქმედებს, 11 სექტემბერამდე გახანგრძლივდა.

41
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
წვეთოვანი რეანიმაციაში

მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

0
(განახლებულია 18:59 13.08.2020)
იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი - ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში, ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი მძიმედ დაშავდა, მახინჯაურში 9 აგვისტოს მოხდა. ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი - ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში