მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლეგენდარული ჩელენტანო ახალი შოუთი ეკრანებზე ბრუნდება

© photo: Sputnik / Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშიადრიანო ჩელენტანო
ადრიანო ჩელენტანო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრიანო ჩელენტანოს თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებიან ვარსკვლავის დიდ ეკრანზე დაბრუნებას.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი იტალიელი მსახიობი და მომღერალი ადრიანო ჩელენტანო ეკრანებზე ახალი შოუთი „ადრიანო" ბრუნდება, იუწყება იტალიური გამოცემა Today.

ეს იქნება ლეგენდარული მსახიობის მეორე მცდელობა – გახდეს საკუთარი შოუს ავტორი. საქმე ისაა, რომ 81 წლის ჩელენტანო ერთხელ უკვე შეეცადა სატელევიზიო ეთერში საკუთარი შოუს დაწყებას, თუმცა, „ადრიანი", დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, მეოთხე გადაცემის შემდეგ დახურეს.

ადრიანი ჩელენტანო - Sputnik საქართველო
გასტროლი არ იქნება: ჩელენტანოს ცოლმა თბილისში მისი კონცერტის შესახებ ინფორმაცია უარყო

ამჟამად საუბარია 13-სერიიან ანიმაციურ პროექტზე. იტალიური მასმედიის ცნობით, პროექტის რეალიზებას დაახლოებით 10 წელი დასჭირდა, ფინანსური თვალსაზრისით კი ათეულობით მილიონი ევრო დაჯდა.

შოუს მთავარი გმირი მესაათე ადრიანია, რომელიც ძალიან ჰგავს ჩელენტანოს. აღსანიშნავია, რომ მომღერალი პირველი სპეციალობით სწორედ მესაათე იყო.

განახლებული შოუ, რომელმაც სახელი შეიცვალა და ეწოდება „ადრიანო", ტელეარხ Canale 5-ზე 7 ნოემბერს გავა. შოუს ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ პროექტი ამჯერად რეიტინგული იქნება, მიზეზი – მასში თავად ადრიანო ჩელენტანოს და სხვა პოპულარული სახეების მონაწილეობაა, რომელთა შორის ცნობილი პოლიტიკოსებიც არიან.

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა ადრიანო ჩელენტანომ თავისი კარიერის განმავლობაში გამოუშვა 40 სტუდიური ალბომი საერთო ტირაჟით 150 მილიონი ფირფიტა და 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

მაყურებლის განსაკუთრებული პოპულარობა 70-80-იანი წლების კომედიებით მოიპოვა. მან შეასრულა მომხიბლავი მატყუარების, თაღლითების, ქურდბაცაცების როლები ფილმებში „ჭირვეულის მორჯულება", „ბლეფი", „ხავერდის ხელები", „მადლიერი ვენეციელი", „ბინგო-ბონგო", „სერაფინო", „ტკბილი ცხოვრება", „რომაელი და დანის ისტორია" და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0