გრიპის სეზონი: უკრაინელი ექიმი პაციენტებს უებარი ნაყენის რეცეპტს სთავაზობს

© photo: Sputnik / Alexander Kondratyk / გადასვლა მედიაბანკშიგრიპი
გრიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინელი ექიმი ვიქტორია სავიცკაია საზოგადოებას გრიპისა და მწვავე ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის უებარი ნაყენის რეცეპტს სთავაზობს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატები და იმუნოსტიმულატორები საკმაოდ ეფექტურია და ნამდვილად ამცირებს გრიპითა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკს, მაგრამ ამ პრეპარატების უკონტროლოდ მიღება რეკომენდებული არ არის, წერს უკრაინელი ექიმი ვიქტორია სავიცკაია. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გრიპის საწინააღმდეგო აცრები 15 ოქტომბრიდან დაიწყება

მისი თქმით, ანტივირუსულ პრეპარატებს, ისევე, როგორც ყველა სხვა წამალს, აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე მათ მიღებას სხვა დაავადებების გამწვავება შეუძლია.

„ამ საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ზიანის მოტანაც შეუძლია. ამიტომ სეზონური დაავადებების პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ხელოვნური პრეპარატების ნაცვლად პაციენტებს მე ვიტამინების ნაყენს ვთავაზობ“, – ამბობს ექიმი.

სავიცკაიას თქმით, შემოდგომაზე იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს არომატული ბალახების შემდეგნაირად დამზადებული ნაყენი: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი პიტნა, ერთი სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი, ორი სუფრის კოვზი ბარამბო (Melissa officinalis) და დაასხით თუხთუხა მდუღარე წყალი. მიიღეთ ეს ნაყენი დღეში ორ-სამჯერ ნახევარ-ნახევარი ჭიქის ოდენობით თბილ მდგომარეობაში. ის შესანიშნავად გააძლიერებს თქვენი ორგანიზმის დაცვას.

გარდა ამისა, სავიცკაიას თქმით, იმუნიტეტს ასევე აძლიერებს მწვანე და ასკილის თბილი ჩაი, რომელშიც ექინაცეა იქნება დამატებული.

საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში, გრიპის სეზონი დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს სახელმწიფო 100 ათასი ადამიანის აცრას დააფინანსებს, რაც 15 ოქტომბერს დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0