მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე იტალიაში დააკავეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. იტალიის პოლიციამ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიცია ბარსელონაში - Sputnik საქართველო
ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ვიდეო

41 წლის თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მას მკვლელობისთვის 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მამაკაცი ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.

ყველა ახალი ამბავი
0