ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მზის ლაბორატორია: 1 სექტემბრის მაგნიტური ქარიშხალი მოსალოდნელზე ძლიერი იქნება – რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი მზის ფონზე
თვითმფრინავი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეცნიერო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხალი G2 კლასს განეკუთვნება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. პლანეტა დედამიწას 1 სექტემბერს იმაზე მძლავრი მაგნიტური ქარიშხალი დაატყდება თავს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ნათქვამია მზის ასტრონომიის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების დასკვნაში.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
რა ზეგავლენას იქონიებს მზის გაქრობა დედამიწაზე და მის ბინადრებზე? - შემეცნებითი ვიდეო

სამეცნიერო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხალი G2 კლასს განეკუთვნება.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლები ხუთ კატეგორიად იყოფა: სუსტი — G1, საშუალო — G2, ძლიერი — G3, ძლიან ძლიერი — G4 და ექსტრემალურად ძლიერი — G5. 

ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სუსტი და საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხლების გავლენას ადამიანები ნაკლებად გრძნობენ, თუმცა მედიკოსები მაინც გასცემენ სპეციალურ რეკომენდაციებს მოვლენასთან დაკავშირებით.  

ექიმების თქმით, მაგნიტური ქარიშხლის დღეს რეკომენდებული არ არის ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვა, შემწვარი პროდუქტების, ცომეულისა და სხვა „მძიმე“ საკვების მიღება, ვინაიდან მოვლენა, პირველ რიგში, ზემოქმედებას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე. 

გოგონა მთაში - Sputnik საქართველო
ტესტი ერუდიციაზე: რა იცით მზის შესახებ?

ამასთან, სპეციალისტები ამბობენ, რომ მაგნიტური ქარიშხლისას, გარდა ქრონიკული დაავადებებისა, ასევე მწვავდება შაკიკის შეტევები, წნევის ცვალებადობა, უძილობა, გაღიზიანებადობა და სხვ.

ამასთან, დადგენილია, რომ მაგნიტური ქარიშხლისას ადამიანის სისხლი სქელდება და მისი ჟანგბადით მომარაგება რთულდება. ამ დროს იზრდება ინფარქტების, თავის ტვინში სისხლჩაქცევებისა და ასევე სუიციდის მცდელობის შემთხვევები. მოვლენის ეს ნეგატიური ეფექტი მაგნიტური ქარიშხლის პიკის დადგომამდე ერთი დღე-ღამით ადრე იწყება და გრძელდება პიკის გადავლიდან ორი დღე-ღამის განმავლობაში.

ამიტომ მედიკოსები ყოველთვის აფრთხილებენ ადამიანებს მოახლოებული მაგნიტური ქარიშხლის შესახებ და რეკომენდაციებსაც აძლევენ.

ყველა ახალი ამბავი
0