უპასუხე სამ კითხვას: ყველაზე მოკლე IQ-ტესტი

CC0 / Pixabay / სათვალე წიგნზე
სათვალე წიგნზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტში პოპულარობას იხვეჭს ტესტი, რომელიც ადამიანის ინტელექტუალურ დონეს განსაზღვრავს.

ყველაზე მოკლე IQ-ტესტმა, რომელიც ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებს ამოწმებს, ქსელის მომხმარებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, წერს ბრიტანული გამოცემა Mirror.

ტესტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორმა შეინ ფრედერიკმა 2005 წელს გამოიგონა, თუმცა ის ინტერნეტში ახლახან გამოჩნდა.

ტესტში სამი კითხვაა:

  1. ჩოგბურთის ჩოგანი და ჩოგბურთის ბურთი ერთად 1,10 დოლარი ღირს. ჩოგანი ბურთზე ერთი დოლარით ძვირი ღირს. რა ღირს ბურთი?
  2. საფეიქრო ფაბრიკის ხუთი მანქანა ხუთ წუთში ხუთ ნივთს ამზადებს. რამდენ წუთში დაამზადებს 100 მანქანა 100 ნივთს?
  3. ტბაზე დუმფარები იზრდება. ყოველდღიურად მათი რაოდენობა ორჯერ იზრდება. ცნობილია, რომ დუმფარები ტბის ზედაპირს სრულად 48 დღეში დაფარავს. რამდენი დღე დასჭირდება დუმფარებს, რომ ტბის ნახევარი დაფაროს?
მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით - Sputnik საქართველო
მაიერს-ბრიგსის მოკლე ფსიქოლოგიური ტესტი: პიროვნების ტიპი

პროფესორი აღნიშნავს, რომ ტესტი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ადვილი. მისი გაგება ადვილია ახსნის შემთხვევაში, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებისთვის მთავარია უარი თქვათ პირველივე პასუხზე, რომელიც თავში მოგივათ.

ყველაზე გავრცელებული პასუხები ამ ტესტზე არის 10 ცენტი, 100 წუთი და 24 დღე, მაგრამ ეს პასუხები არასწორია. სწორ პასუხებს გაეცანით ქვემოთ, ტესტის გავლისას.

მეცნიერმა ასევე ჩაატარა ექსპერიმენტი სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა განათლების დონის მქონე 3 ათას ადამიანზე. შედეგად, სწორი პასუხი მხოლოდ მონაწილეთა 17%-მა გასცა.

სწორი პასუხის გასაგებათ დააწკაპეთ სურათზე

ყველა ახალი ამბავი
0