მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები მსოფლიოში – Forbes-ის რეიტინგი

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ფეხბურთი
ამერიკული ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ლიდერი სამეულია: „დალას კოვბოიზი", „ნიუ-იორკ იანკიზი" და „მადრიდის რეალი".

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების ნუსხას სათავეში აშშ-ის ქალაქ არლინგტონის „დალას კოვბოიზი" უდგას.

ჯეფ ბეზოსი - Sputnik საქართველო
Forbes-მა მილიარდერთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკული ფეხბურთის ეს კლუბი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მეორე ადგილზეა ამერიკული ბეისბოლის კლუბი „ნიუ-იორკ იანკიზი". მისი ფასია 4,6 მლრდ დოლარი.

მესამე ადგილს იკავებს ესპანური საფეხბურთო კლუბი „მადრიდის რეალი" – 4,2 მლრდ დოლარი.

ლიდერთა ხუთეულში შედიან ასევე საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა" (4,02 მლრდ დოლარი) და საკალათბურთო კლუბი „ნიუ-იორკ ნიკსი" (4 მლრდ დოლარი).

რეიტინგში სულ 50 კლუბი შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0