მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბიულეტენი, რომელიც გამოიყენება უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებზე
ბიულეტენი, რომელიც გამოიყენება უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას უკრაინაში საარჩევნო უბნები გაიხსნა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უკრაინაში  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა, იუწყება РИА Новости.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 24 პარტია და ერთმანდატიან ოლქში 3,22 ათასი კანდიდატი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

სადეპუტატო კორპუსის ნახევარს (225 ადამიანი) აირჩევენ პარტიული სიებით, ნახევარს - მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. რადაში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 5%-იან გამსვლელ ბარიერს გადალახავენ.

უკრაინული სოციოლოგიური ჯგუფ „რეიტინგის“ გათვლებით, 5%-იან ბარიერს, სავარაუდოდ, ხუთი პარტია გადალახავს. პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურისთვის“  ხმის მიცემას ამომრჩეველთა 41,6% აპირებს, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ (ვიქტორ მედვედჩუკი, იური ბოიკო, ვადიმ რაბინოვიჩი) – 13,7%, ყოფილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობისთვის“ – 8,3%, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინასთვის“ – 7,2% და „გოლოსისთვის“ – 6%-ზე ნაკლები.

კიევის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობას ისევ არ იღებენ. მეტიც, პირველად უკრაინის არჩევნებს არ აკვირდებიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლები, რადგან კიევმა მოწვევა გააუქმა.

კენჭისყრა არ ტარდება კიევის მიერ არაკონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციაში. როგორც ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, ამის გამო 7-10 მილიონი უკრაინელი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
ზელენსკი მზადაა, გაუცვალოს მოსკოვს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, მან თავისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლესი რადის არჩევნებიდან მოხსნა და მომხრეებს პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამასთან მან მოუწოდა მომხრეებს მაჟორიტარულ ოლქებში მხარი თავისი პარტიის კანდიდატებს დაუჭირონ.

არჩევნები რადაში შერეული საარჩევნო სისტემით მიმდინარეობს - მაჟორიტარულ ოლქებში და პარტიული სიებით. პარლამენტში მოსახვედრად დახურული სიებით პარტიებს პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, ხოლო კანდიდატებს ოლქებში ხმების უმრავლესობის მოპოვება დასჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0