მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საკეტების გატეხვაში „დასპეცდნენ": პორტუგალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

© AFP 2024 / Jonathan NACKSTRAND ავარია სტოკჰოლმში
ავარია სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმ 12 ბინა გაქურდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. პორტუგალიის ქალაქ პორტუს პოლიციამ აღმოსავლეთ ევროპის დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიციის ავტომობილი იტალიაში - Sputnik საქართველო
მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქმეზე აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

გამოძიების ცნობით, დაკავებულებს ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიაში საკუთარი სახელოსნო ჰქონდათ, სადაც რთული საკეტების გატეხვაში ვარჯიშობდნენ.

ბრალდების მტკიცებით, სამი ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ პორტუს ოლქში ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმ 12 ბინა გაქურდა. ბოროტმოქმედებს თანხის, ძვირფასეულობისა და სეიფების ქურდობა ედება ბრალად.

ყველა ახალი ამბავი
0