სოციალური ქსელი Twitter-ი გაითიშა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკში Twitter-ის გვერდი
 Twitter-ის გვერდი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ხარვეზის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სოციალური ქსელი Twitter-ი გაითიშა.

ტექნიკური გაუმართაობა დაახლოებით ერთი საათის წინ დაფიქსირდა. მომხმარებლები მიკრობლოგთან წვდომას აშშ-ში, ევროპაში, იაპონიასა და საქართველოშიც ვერ ახერხებენ. Twitter-ის „ანდროიდის“ და „აიოსის“ აპლიკაციები ასევე არ მუშაობს.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ხარვეზის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0