პოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე

თურქეთში 60 წლამდე ასაკის ქართველი ქალი მოკლეს

212
(განახლებულია 17:14 09.07.2019)
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თურქეთში 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფორუსთავი".

შემთხვევა ქალაქ ამასიაში, ქალის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ ორი ცარიელი მასრა აღმოაჩინა.

მეზობლების თქმით, მათ გასროლის ხმა გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

212
თემები:
შემთხვევები საქართველოში (484)