სააკაშვილი უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში წავა თავის პარტიასთან ერთად, რადგან ძველ პარტიებს „რეპუტაცია გაუფუჭდათ“

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ რადას არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად, თავის პარტია „ახალი ძალების მოძრაობასთან“ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მას რეგისტრაციის პრობლემები აქვს და გირაოსთვის თანხის შეგროვებაა საჭირო.

რას აირჩევს სააკაშვილი: არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ კლიჩკოსთან ერთად, თუ... >>

კვირის დასაწყისში კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა ვიდეომიმართვა და შესთავაზა სააკაშვილს უხელმძღვანელოს პარტია Удар-ს, რომლის ლიდერიც თავად არის. სააკაშვილმა Facebook-ზე საკუთარ გამომწერებს ამ საკითხზე რჩევისთვის მიმართა.

მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ამ წინადადებაზე უარს აცხადებს, კლიჩკომ დაწერა: „ემოციების გარეშე. მე ჩემი ჟესტი გავაკეთე“.

„როდესაც დავაკვირდი ყველა ამ ძველ პოლიტიკოსს, ყველა ამ ძველ პარტიას, როდესაც ისევ დავინახე ეს ურთიერთშეთანხმებები, როდესაც დავინახე, რომ მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, ბევრს რეპუტაცია უფრო მეტად გაუფუჭდა, ვიდრე ეს წელიწადნახევრის წინ იყო, როდესაც მე დამაკავეს და გამომაძევეს, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა თავის ბოლო ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, „ახალი ძალების მოძრაობა“ ყველასაგან განსხვავდება იდეებით, დრაივით და ენერგიით. მან ხაზი გაუსვა, რომ აჩვენებს „ძველ პოლიტიკოსებს, როგორია სუფთა ბრძოლა უკრაინისათვის“.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პროკურორი: სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს

უკრაინაში 21 ივლისს დაგეგმილია რადას რიგგარეშე არჩევნები, რომელიც შერეული სისტემით გაიმართება - დეპუტატთა კორპუსის ნახევარი (225 ადამიანი) აირჩევა პარტიული სიებით, მეორე ნახევარი - მაჟორიტარულ ოლქებში.

კანონის თანახმად, პარტია, რომელიც რადას არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ასევე ერთმანდატიან ოლქის დეპუტატობის კანდიდატი ვალდებულნი არიან საკუთარი საარჩევნო ფონდისთვის გახსნან ანგარიში, თანაც ცესკო-ში რეგისტრაციის მომენტიდან ათი დღის ვადაში.

პარტიის საარჩევნო ფონდს უნდა გააჩნდეს ერთი დაგროვებითი ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება თანხები წინასაარჩევნო აგიტაციის დასაფინანსებლად, ასევე მიმდინარე ანგარიშები, საიდანაც წინასაარჩევნო აგიტაციაზე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება.

რა გავლენას მოახდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიევური აქტივობა საქართველოზე >>

რადას დეპუტატად შეიძლება აირჩეს 21 წელს მიღწეული უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს და რომელიც უკრაინაში ბოლო ხუთი წელია ცხოვრობს.

მაისის ბოლოს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, სააკაშვილი უკრაინაში მეორე დღეს ჩავიდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
უკრაინაში სააკაშვილის თანამოაზრე დააკავეს: საქართველო გიორგი სამუშიას ექსტრადიციას ითხოვს

მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზელენსკის მეგობრულად ურჩია არ გაიმეოროს ქვეყნის წინა ხელისუფლების შეცდომები და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დანიშნოს რაიმე თანამდებობაზე.

მოქალაქეობის აღდგენა ზელენსკის თავად სააკაშვილმა სთხოვა. საკუთარ მიმართვაში მან დაწერა, რომ არ სურს არანაირი თანამდებობა და ამასთან „მზადაა საკუთარი სიცოცხლე დათმოს წარმატებული და ძლიერი უკრაინის აღმშენებლობისთვის".

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა >>

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა.

უკრაინის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდანაც 2017 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე მისმა მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0