მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

გამოწერა
მოძალადის დაკავება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ერთ-ერთმა მსხვერპლმა მისგან თავის დაღწევა შეძლო

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სერიული მკვლელი და მოძალადე რობერტ (ბობი) ჯო ლონგი ფლორიდის შტატში (აშშ) სიკვდილით, სასიკვდილო ინექციის შეყვანის საშუალებით დასაჯეს, იუწყება ტელეარხი NBC News-ი.

ლონგს სასჯელის უმაღლესი ზომა 1985 წელს, 22 წლის მიშელ სიმსის მკვლელობის გამო მიესაჯა. მოგვიანებთ მან კიდევ 7 ქალის მკვლელობა და 40-ის გაუპატიურება აღიარა.

პოლიციამ ლონგი მას შემდეგ დააკავა, რაც 1984 წელს ერთ-ერთმა მსხვერპლმა, 17 წლის ლიზა მაკვეიმ, მოძალადე მის გაშვებაზე დაითანხმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0