ათენი

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

199
(განახლებულია 19:15 15.05.2019)
საქმის გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საბერძნეთის ქალაქ კალითეაში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი სავარაუდოდ გაგუდეს, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

მეზობლების ინფორმაციით,  ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საქმის გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.

199
თემები:
მსოფლიო დღეს (439)