მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შავი ლიმუზინები და ჯავშანმატარებელი: კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩადის

გამოწერა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია SBS-ის ჟურნალისტმა სცადა, კითხვა დაესვა აღნიშნული თვითმფრინავების ერთ-ერთი მგზავრისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელი აუკრა კამერაზე.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი 25 აპრილს შევა ვლადივოსტოკში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости შორეული აღმოსავლეთის რკინიგზის უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა 25 აპრილს გაიმართება კუნძულ რუსკიზე, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში.

„დილით მატარებელი სადგურ ხასანში შემოვა, იქიდან უსურიისკისკენ წავა, მერე კი ვლადივოსტოკში... [მატარებლების] განრიგი ჯავშანმატარებლის მოძრაობის პროცესში შეიცვლება“, – განაცხადა წყარომ.

როგორც სამხერთკორეული მასმედია წერს, სამშაბათს, დილით ვლადივოსტოკის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა ფხენიანიდან, რომელთა ბორტებზეც კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია SBS-ის ჟურნალისტმა სცადა, კითხვა დაესვა აღნიშნული თვითმფრინავების ერთ-ერთი მგზავრისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელი აუკრა კამერაზე.

როგორც ფედერალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, კამპუსის ტერიტორიაზე ორი ლიმუზინი შენიშნეს. ამასთან ვრცელდება ვიდეოც, რომელზეც ჩანს, როგორ შედის ცენტრალურ ჭიშკარში ტონირებული შავი ავტომობილი პოლიციის მანქანებისა და რამდენიმე ავტობუსის თანხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0