ხანძარი ნოტრ-დამში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შეიძლება მთლიანად დაიწვას - ექსპერტი

182
ცეცხლმოკიდებული ტაძრიდან რელიკვიების ევაკუაცია ხორციელდება

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შეიძლება მთლიანად დაიწვას, ხანძარს განსაკუთრებული სირთულის დონე გააჩნია, განაცხადა პარიზის სახანძრო სამსახურის ყოფილმა პრესმდივანმა ლორან ვიბერმა, იუწყება РИА Новости.

ცეცხლმოკიდებული ტაძრიდან რელიკვიების ევაკუაცია ხორციელდება, ქრისტეს გვირგვინის სახელით ცნობილი რელიკვია გადარჩენილია.

Пожар в соборе Нотр-дам в Париже
© AP Photo / Thibault Camus
ხანძარი ნოტრ-დამში

ძლიერი ხანძარი ნოტრ-დამში დღეს, ორშაბათს გაჩნდა, რომლის შედეგადაც ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, მოწყდა საათი. ადგილზე 400-მდე მეხანძრე და ტექნიკა მუშაობს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება.

„უნდა გვესმოდეს, რომ ამაღამ ტაძარი მთლიანად შეიძლება დავკარგოთ. რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ ეს ის რისკია, რომელიც გასათვალისწინებელია. რაც ვნახე, ამ ხანძართან გამკლავება ძალიან რთული იქნება. მე თვითონ 25 წელი მეხანძრე ვიყავი. ვიცით ეს ტაძარი ზეპირად. მაგრამ ცეცხლის ძალა და ის, რომ ცეცხლი სახურავზეა - ეს იგივე არ არის, რომ ხანძარს შენობის ძირში ვებრძოლოთ“, - განაცხადა მან.

Пожар в соборе Нотр-дам в Париже
© REUTERS / BENOIT TESSIER
ხანძარი ნოტრ-დამში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პარიზში იმყოფებიან, რომ თავი შეიკავონ ტაძრის ახლოს ტერიტორიაზე მისვლისგან.

182
თემები:
ხანძარი პარიზში - როდის აღადგენენ ნოტრ-დამს (8)