ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია - ფოტო და ვიდეო ადგილიდან

154
ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო და სახურავი ჩამოინგრა

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარიზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში - ღვთისმშობლის ტაძარში აალება მოხდა, იუწყება РИА Новости სააგენტო Agence France-Presse-ზე დაყრდნობით.

ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა. ტაძრის მზიდ კონსტრუქციებს ცეცხლი უკიდია. კუნძულ სიტოზე მოძრაობა გადაკეტილია, ხანძარს ასობით ადამიანი აკვირდება. ადგილზე საგანგებო სამსახურების მანქანების რაოდენობა ემატება.

თვითმხილველთა მრავალრიცხოვან ვიდეოებზე, რომლებიც აიტვირთა Twitter-ზე, ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი, რომელიც ტაძრის ბაზილიკას უკიდია.

ამჟამად ტაძრის ნაწილი დაფარულია ხარაჩოებით, იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

აალება შეიძლება უკავშირდებოდეს სამშენებლო სამუშაოებს, აღნიშნავს სააგენტო მეხანძრეებზე დაყრდნობით.

154
თემები:
ხანძარი პარიზში - როდის აღადგენენ ნოტრ-დამს (8)