ციხის საკანი

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

142
პოლიციის ინფორმაციით, ნუკრი „გალსკის“ უკრაინაში ბაზრებისა და ბინის ქურდების დაჯგუფებების ხელმძღვანელობა სურდა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

31 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი დოჩია, იგივე გალსკი პოლიციამ კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში დააკავა.

სამართალდამცველების ცნობით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კიევში დანაშაულებრივი ჯგუფების გავლენის სფეროების გადანაწილებას აპირებდა.

დოჩიას უკრაინაში შემოსვლა 2019 წლამდე ეკრძალებოდა, თუმცა მან ქვეყანაში გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შეაღწია.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ის „კანონიერ ქურდად“ თურქეთში 2013 წელს „აკურთხეს“. მანამდე ნასამართლევია რუსეთსა და საქართველოში ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებულ დანაშაულებსა და ბინის ქურდობებზე.

ნუკრი „გალსკის“ უკრაინაში ბაზრებისა და ბინის ქურდების დაჯგუფებების ხელმძღვანელობა სურდა.

142
თემები:
მსოფლიო დღეს (1487)