სპილო. კენია

სამხრეთ აფრიკაში ტურისტებს სპილო დაესხა თავს

84
(განახლებულია 14:30 07.10.2018)
ტურისტები ამ დროს ღია საექსკურსიო ავტომობილით მგზავრობდნენ

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტურისტების ჯგუფს ევროპიდან და აზიიდან სპილო ნახევარმეტრიაში ეშვებით დაესხა თავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ტურისტები ღია საექსკურსიო ავტომობილით მგზავრობდნენ. სპილომ თავი შეყო ავტომობილის სალონში და სავარძლების მტვრევა დაიწყო. მძღოლმა გვერდით გაწევა მოასწრო. ტურისტები მომხდარის ტელეფონით გადაღებას აგრძელებდნენ.

რამდენიმე წამში ცხოველი უცბად დაწყნარდა და ტურისტებს თავი დაანება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.


84

ყველაზე საინტერესო