ნობელის პრემია მშვიდობის დარგში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლებს გადაეცემათ

გამოწერა
2018 წელს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში გინეკოლოგი დენის მუკვეგე და „ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში მყოფი ნადია მურადი მიიღებენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2018 წელს მშვიდობის პრემია დენის მუკვეგესა და ნადია მურადს გადაეცემათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.

მუკვეგესა და მურადს მშვიდობის დარგში პრემია შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლისთვის გადაეცემათ.

კონგოელი გინეკოლოგი დენის მუკვეგე, რომელმაც ჰოსპიტალი „პანზი“ დააარსა, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლ ქალებს სამედიცინო დახმარებას უწევს. კონგოს მეორე ომის დროს (1998–2002) მუკვეგე ათასობით ქალს დაეხმარა, ზოგიერთს რამდენჯერმე, იყო შემთხვევები, როდესაც 18-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში ათზე მეტი ოპერაცია ჩაატარა.

მედალი, რომელიც ნობელიანტებს გადაეცემათ - Sputnik საქართველო
კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდი ნობელის პრემიით აღინიშნა

2018 წლის პრემია ასევე გადაეცემა ნადია მურადს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში ყოფნისას სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. ერაყელი ქალი ღიად საუბრობს იმ საშინელებებზე, რისი გადატანაც მას ტყვეობის პერიოდში მოუწია.

წელს პრემიაზე 329 კანდიდატი იყო წარდგენილი, რომელთგან 112 საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო. ნობელის სხვა პრემიებისგან განსხვავებით, მშვიდობის დარგში პრემიის გადაცემის ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 10 დეკემბერს, შვედი მეცნიერის ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს ტარდება.

2018 წელს ნობელის პრემიის რაოდენობა 9 მლნ შვედურ კრონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ნობელის მშვიდობის პრემია ენიჭება პირს, რომელმაც სხვებზე მეტ წარმატებას მიაღწია ხალხთა შეკავშირებისა და მოქმედი არმიების რიცხოვნობის შემცირების საქმეში, ასევე სამშვიდობო კონგრესების ჩატარებასა და მათდამი ყურადრების მიპყრობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0