ხანძრის შედეგები საბერძნეთში

საშინელი ხანძრები საბერძნეთში: დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა

118
(განახლებულია 21:05 11.08.2018)
23 ივლისს საბერძნეთში მომხდარი სასიკვდილო ხანძრის შემდეგ საავადმყოფოებში 11 ადამიანი დაიღუპა

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 94-მდე მას შემდეგ გაიზარდა, რაც 57 წლის დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იტყობინება РИА Новости ქვეყნის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.

ქართველი მხატვარი საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება >>

საბერძნეთში 23 ივლისს რამდენიმე ძლიერი ხანძარი მოხდა, ძირითადად ატიკაში. სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარი, რომელსაც 40 გრადუსიანი სიცხე ემატებოდა

„ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა აღმოსავლეთ ატიკაში ამჟამად 94 ადამიანს შეადგენს", — იუწყება სახანძრო სამსახური.

მთლიანობაში, საავადმყოფოებში 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის 82 დაღუპულის ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მომხდარის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა რომ სამოქალაქო დაცვის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. კერძოდ, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს ლიკვიდაციის და საგანგებო სიტუაციების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბების შესახებ.

ახალი სააგენტო გააერთიანებს ყველა სამსახურს, კვლევით ინსტიტუტებსა და ნებაყოფლობით ჯგუფებს, რომლებიც შექმნილია საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის მიზნით. ამასთან ის პირდაპირ დაქვემდებარდება საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გარდა ამისა, ციპრასის წინადადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გამანადგურებელი ხანძრის მიზეზებს გამოიძიებს.

„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორ და რატომ მოხდა ეს და ვუთხრათ „არა“ მცდელობას, ყველაფერი დაბრალდეს მათ, ვინც ცეცხლს დაუპირისპირდა. არც მეხანძრეები და არც პოლიცია არ უნდა იქცეს იაფფასიანი და საზარელი პოლიტიკური კონფრონტაციის მიზნად ისეთი მიზეზების გამო, რომელსაც არაფერი საერთო აქვთ სიმართლესთან", — განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატიას“ ლიდერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა  ტრაგედიაზე მთელი პასუხისმგებლობა საბერძნეთის მთავრობას დააკისრა, მისი გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.


118
თემები:
მსოფლიო დღეს (1376)