სიეტლში გატაცებული თვითმფრინავის ჩამოვარდნა - ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Evgenyi Byatov / გადასვლა მედიაბანკშიცეცხლი
ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი, რომელსაც კომპანია Horizon Air-ის მექანიკოსი მართავდა, რთული მანევრების შესრულებიდან 15 წუთში ჩამოვარდა

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში სიეტლის აეროპორტიდან გატაცებული Q400 Horizon Air-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეოკადრები Twitter-ში გავრცელდა.

კომპანია Horizon Air-ის მექანიკოსმა პარასკევს საღამოს თვითნებურად გაიტაცა Alaska Airlines-ის თვითმფრინავი, აფრინდა და 15 წუთის განმავლობაში მართავდა თვითმფრინავს. თვითმფრინავი კუნძულ კეტრონზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნამდე მან საშიში მანევრები შეასრულა.

თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ფრენისას თვითმფრინავს აცილებდნენ F-15-ის ტიპის გამანადგურებლები, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნა მათ არ უკავშირდება, იუწყება  РИА Новости.


ყველა ახალი ამბავი
0