ტაილანდში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

CC0 / Pixabay / ტაილანდი
ტაილანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრები ტაილანდის მეშვიდე ტელეარხის კორესპონდენტები აღმოჩნდნენ, რომლებიც წყალდიდობის შესახებ სიუჟეტის მოსამზადებლად მიემგზავრებოდნენ

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ტაილანდის ჩრდილო–დასავლეთით, კჰონკენის პროვინციაში ოთხშაბათს ვერტმფრენი ჩამოვარდა და მთლიანად დაიწვა, შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა - მაშველები დაკარგულებს და გარდაცვლილებს ეძებენ

მაშველებმა და პოლიციამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ოთხშაბათს სამი ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა, მოგვიანებით, დამწვარი ვერტმფრენის ნამსხვრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს.

ამასთან, პოლიციამ გამოარკვია, რომ ვერტმფრენის ბორტზე ნამდვილად ოთხი ადამიანი იმყოფებოდა – ორი პილოტი და ორი მგზავრი. მგზავრები ტაილანდის მეშვიდე ეროვნული ტელეარხის კორესპონდენტები აღმოჩნდნენ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ პროვონციებში წყალდიდობის შესახებ სიუჟეტის მოსამზადებლად მიემგზავრებოდნენ. კჰონკენში ვერტმფრენს კიდევ ორი ადამიანი – ტელეარხის ადგილობრივი კორესპონდენტი და ოპერატორი უნდა აეყვანა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, ეს იყო რთული ამინდის პირობებით – ცუდი ხილვადობითა და ძლიერი წვიმით გამოწვეული კატასტროფა.


ყველა ახალი ამბავი
0