გეკუთვნის, მაგრამ... არ გეკუთვნის: პენსიონერი მოსამართლე სამსახურში ბრუნდება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ დაემორჩილა კანონს და სამსახურში დაბრუნდა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პოლონეთის უზენაესი სასამართლოს პენსიაზე გასული პირველი თავმჯდომარე მოლგოჟატა გერსდორფი სასამართლოს დარბაზში გამოჩნდა და განაცხადა, რომ სამსახურში გამოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პოლონეთში ივლისის დასაწყისში ამოქმედდა ახალი კანონი უზენაესი სასამართლოს შესახებ, რომლის თანახმად მოსამართლე პენსიაზე 65 წლისა გადის. მოსამართლეს, თანამდებობაზე დარჩენის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია პრეზიდენტს თხოვნით მიმართოს და ჯანმრთელობის ცნობა წარადგინოს. გერსდორფმა ამ კანონის დამორჩილებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ გადის შვებულებაში, მაგრამ სასამართლოს პირველი თავმჯდომარე რჩება. ამავე დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გერსდორფი არა შვებულებაში იმყოფება, არამედ პენსიაზე გავიდა და აღარ არის მოსამართლე.

„მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ვარ 2020 წლამდე, და ამას ვერავინ შეცვლის, რადგან კონსტიტუცია არის კონსტიტუცია, რადგანაც საკონსტიტუციო ნორმები უფრო მნიშვნელოვანია, მათი შეცვლა ჩვეულებრივი კანონებით არ შეიძლება", - განაცხადა გერსდორფმა სასამართლოში მისვლისას.

მან ასევე დასძინა, რომ იბრძვის არა თავისი ინტერესებისთვის, არამედ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობისთვის.

უზენაესი სასამართლოს პრეს-მდივანმა მიხალ ლასკოვსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „მალგოჟატა გერსდორფმა შეწყვიტა შვებულება და სამუშაოს დაუბრუნდა".

ევროკომისიამ 2017 წლის დეკემბერში ჩაუშვა პროცედურა, რომელმაც პოლონეთი, შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების დაკარგვამდე მიიყვანოს. ევროკავშირის აღმასრულებელი კოლეგია მიიჩნევს, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ სასამართლო რეფორმის ფარგლებში მიიღო 13 კანონი, რომლებიც სამართლის უზენაესობის პრინციპებს არღვევს და პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლების კონტროლის საშუალებას აძლევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0