ორი ლისაბონი, ორი ტურისტი, პოლიცია და მაშველი Google

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშილისაბონი
ლისაბონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აერიათ ამერიკელ ტურისტებს ერთმანეთში პორტუგალიური და ამერიკული ქალაქები...

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ლიფტში გაჭედილმა ორმა ამერიკელმა ტურისტმა ქალმა პოლიციის ტელეფონის ნომრის ძებნა Google-ში დაიწყო. მათ პირველივე ნანახ ნომერზე დარეკეს. შედეგად, დახმარება აშშ-ის მენის შტატის ქალაქ ლისაბონის სამართალდამცველებს სთხოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ამერიკულ ტელეარხ WCSH-ზე დაყრდნობით.

შიშველი გოგონა ქობულეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
შიშველი უცხოელი და ფილტვებდახეთქილი მესიმინდე ქობულეთის პლაჟზე

როგორც აღმოჩნდა, ქალებმა ლიფტის გაჩერების შემდეგ საგანგებო დახმარების ღილაკს დააჭირეს ხელი, მაგრამ როდესაც 20 წუთი არავინ გამოეხმაურა მათ, გადაწყვიტეს პოლიციაში დაერეკათ, ხოლო ქალაქის პოლიციის ნომერი Google-ის აუდიო საძიებო სისტემის მეშვეობით მოეძებნათ.

ტელეფონზე მათ მენის შტატის ქალაქ ლისაბონის (Lisbon) სადისპეტჩერო სამსახურის თანამშრომელმა კეტი როიმ უპასუხა. როდესაც შენიშნა, რომ ქალებს უკვე პანიკა ეწყებოდათ, თავად მოუძებნა მათ სწორი ნომერი. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, მან შეძლო პორტუგალიის პოლიციისთვის ვითარების ახსნა.

დისპეტჩერი ტურისტებთან სატელეფონო კავშირზე დარჩა, სანამ პოლიცია მათ საშველად არ მივიდა.

აშშ-ში ბევრი ქალაქია, რომლებსაც ევროპის ქალაქების სახელი ჰქვია, მაგალითად, არის რამდენიმე ათეული მოსკოვი, პარიზი, ბერლინი, ლონდონი. ლისაბონი აშშ-ში ოცამდე ქალაქს ჰქვია, აქედან მხოლოდ კალიფორნიაში — ორს.

ყველა ახალი ამბავი
0