იაპონიაში წყალდიდობის მსხვერპლი უკვე 222 ადამიანია

© REUTERS / Kyodoწყალდიდობა იაპონიაში
წყალდიდობა იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერ კიდევ უცნობია 20 ადამიანის ადგილსამყოფელი.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. იაპონიაში წყალდიდობის მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდა — სტიქიამ 222 ადამიანი შეიწირა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "კიოდოზე" დაყრდნობით.

ჯერ კიდევ უცნობია 20 ადამიანის ადგილსამყოფელი მიუხედავად იმისა, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ 10 დღეზე მეტი გავიდა.

ევაკუაციის პუნქტებში დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი იმყოფება.

დაზარალებულ რაიონებში არ მუშაობს მაღაზიები, შეფერხებულია წყალსადენის მუშაობა. ევაკუაციის პუნქტებში გახსნილია ჰუმანიტარული დახმარების წერტილები, პუნქტებში იღებენ მოხალისეებს.

ივლისის პირველ კვირაში იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს გადაუღებელი წვიმა დაატყდა თავს. ნალექმა წყალმოვარდნები და მეწყრები გამოიწვია; ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაფარა.

ყველა ახალი ამბავი
0