იტალია ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მოითხოვს

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
5 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ნახევარი წლით - 2019 წლის 31 იანვრამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. იტალია ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც აგიტაციას გაუწევს რუსეთის ფედერაციისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის საკითხს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინიზე დაყრდნობით.

„ჩვენ ერთ-ერთი პირველი ხმა ვიქნებით, რომელიც ამ მოსაზრებას დაუჭერს მხარს (რუსეთისთვის სანქციების მოხსნას — რედ.)", — განაცხადა სალვინიმ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, იტალია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის მიზნისკენ მიიწევს, რასთან დაკავშირებითაც წლის ბოლომდე რიგ ღონისძიებებს გეგმავს.

რუსული რუბლი და აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
რა გავლენა ექნება რუსული რუბლის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე

„იტალიას სურს სანქცირებული რეჟიმი გადალახოს და დიალოგის არხები გააფართოოს… ევროპული ბანკები შეძლებენ მცირე და საშუალო რუსულ ფერმებს კრედიტები გაუხსნან", — აღნიშნა მინისტრმა.

„ოქტომბრის მეორე ნახევრიდან პუტინთან საუბარია მოსალოდნელი, რა დროსაც განვიხილავთ რუსული ფერმების საქმიანობაში იტალიური ფერმების პირდაპირი ჩარევის საკითხს, რათა თანამშრომლობა განვავითაროთ", — განაცხადა სალვინიმ.

რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკრაინასა და ყირიმის ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუარესდა. დასავლეთმა, რომელმაც რუსეთი ჩარევაში დაადანაშაულა, მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. მოსკოვმა საპასუხო ზომები მიიღო — რუსეთმა შეზღუდა კვების პროდუქტების იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც სანქციები დააწესეს, და არაერთხელ განაცხადა, რომ მასთან სანქციების ენაზე საუბარი კონტრპროდუქტიულია. ამასთან, აღნიშნა, რომ არ წარმოადგენს მხარეს შიდაუკრაინულ კონფლიქტში ან სუბიექტს მინსკის შეთანხმებებში.

5 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ნახევარი წლით — 2019 წლის 31 იანვრამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პირველად სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის 31 ივლისს ერთი წლის ვადით დაწესდა, თუმცა, იმავე 2014 წლის სექტემბერში მისი ჩამონათვალი გაფართოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0