ავტომობილი პარკირებაზე

„ჟუჩოკი“ ავტომობილში - მამაკაცი ყოფილ შეყვარებულს ორი წელი უთვალთვალებდა

323
(განახლებულია 20:15 11.07.2018)
გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა, რომელიც რადიოტქნიკით იყო გატაცებული, სათვალთვალო მოწყობილობა თავად დახვეწა და ყოფილი შეყვარებულის კუთვნილ ავტომობილ BMW X3-ში დაყენა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბაშკირეთის ქალაქ უფის მცხოვრები 41 წლის მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარსდგება იმის გამო, რომ ყოფილი შეყვარებულის ავტომობილში მალულად დააყენა სათვალთვალო მოწყობილობა, იუწყება ბაშკირეთის პროკურატურა. 

გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა, რომელიც რადიოტქნიკით იყო გატაცებული, სათვალთვალო მოწყობილობა თავად დახვეწა და ყოფილი შეყვარებულის კუთვნილ ავტომობილ BMW X3-ში დაყენა. შედეგად, ორი წლის განმავლობაში, სანამ ქალს უთვალთვალებდა, მოწყობილობიდან ღებულობდა ელექტრონულ შეტყობინებებს მისი ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ. 

როდესაც ქალმა დააფიქსირა, რომ მამაკაცი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა იმ ადგილებში, სადაც თავად იყო, ეჭვი გაუჩნდა, რომ უთვალთვალებდნენ და შესამოწმებლად ავტოსერვისს მიმართა.

„ავტოსერვისის თანამშრომლებმა, რომლებსაც ქალმა დახმარებისთვის მიმართა, ავტომობილში „ჟუჩოკი“ აღმოაჩინეს“, — ნათქვამია ბაშკირეთის პროკურატურის განცხადებაში. 

მამაკაცს ბრალად ედება პირის პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების უკანონოდ შეგროვება და ასევე სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის უკანონოდ დამზადება, რომლის დანიშნულებაც ინფორმაციის ფარულად მიღებაა. 

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა დანაშაული აღიარა. 

 

323
თემები:
მსოფლიო დღეს (1323)