აფეთქება ავღანეთში: დაღუპულთა რიცხვი 35-ს აღწევს

© AP Photo / Rahmat Gulსასწრაფო დახმარება ავღანეთში. არქივის ფოტო
სასწრაფო დახმარება ავღანეთში. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ავღენეთში ნანგარჰარის პროვინციაში შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო — დაღუპულთა რიცხვი 35-ს აღწევს, დაჭრილია 65 ადამიანი, იუწყება РИА Новости ავღანეთის სააგენტო Pajhwok Afghan News-ზე დაყრდნობით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამადანის დასრულების აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულზე აფეთქებისას დაიღუპა 26 ადამიანი, 50-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო.

ქართველ რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა - Sputnik საქართველო
„მოხველ მშვიდობით“: ქართველ რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა - ვიდეოკადრები

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ მუსლიმებისთვის წმინდა თვის რამადანის და ურაზა-ბაირამის დღესასწაულის დასრულებასთან დაკავშირებით 11-19 ივნისის პერიოდში თალიბებთან დროებითი ცალმხრივი ზავის შესახებ განაცხადა. ავღანეთის მთავრობის შემდეგ „თალიბანის“ მოძრაობამაც სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

შაბათს, 16 ივნისს, ავღანეთის პრეზიდენტმა ცალმხრივად განაცხადა ზავის გაგრძელების შესახებ, თუმცა ვადები არ დაუზუსტებია.

გაერო, ევროკავშირი და ნატო მიესალმა ავღანეთის ხელისუფლების წინადადებას ზავის გაგრძელების და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.


ყველა ახალი ამბავი
0