მსოფლიო მალე The Beatles-ის აქამდე უცნობ ფოტოებს ნახავს

© AP Photoჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი იაპონიაში კონცერტის დროს
ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი იაპონიაში კონცერტის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბომი მსოფლიოში ცნობილი ჯგუფ The Beatles-ის უნიკალური ფოტოებით 18 ივნისიდან გაიყიდება

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. იაპონიაში გამოუშვეს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფ The Beatles-ის ფოტოალბომი 60 ფოტოთი, რომელთა შესახებ დღემდე არავინ იცოდა, იუწყება РИА Новости გამოცემა Music Life Club-ზე დაყრდნობით.

საუბარია ფოტოებზე, რომლებიც Beatles-ის იაპონიაში გასტროლებისას 1966 წელს არის გადაღებული. მათი ავტორია იაპონიაში ცნობილი ფოტოგრაფი კაცუძი აბე.

The Beatles - Sputnik საქართველო
ლეგენდის დღე: „ბითლზის“ შემოქმედების შემსწავლელი ფაკულტეტი ლივერპულის უნივერსიტეტში

ალბომის პრეზენტაცია იაპონურ ტელევიზიაში შაბათს შედგა, ხოლო მაღაზიაში 18 ივნისიდან გამოჩნდება.

ფოტოები კაცუძი აბეს შვილმა იპოვა, როდესაც მამის სამუშაო მაგიდაზე ნივთებს ალაგებდა. გამოუქვეყნებელი ფოტოები მან კონვერტში აღმოაჩინა.

„ვერ ვიჯერებდი. გამიგია ისტორია იმის შესახებ, რომ მან Beatles-ს გადაუღო, მაგრამ არანაირი მინიშნება არ მქონია იმისა, ნამდვილად გადაუღო თუ არა მამამ ფოტო. კონვერტზე, რომელშიც ნეგატივები იდო, წარწერა მისი ხელით იყო გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენი სახლის სიახლოვეს მდებარე ფოტოსტუდიაში გაამჟღავნეს“, — განაცხადა ფოტოგრაფის შვილმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0