მძევლების აყვანა პარიზში: სპეცოპერაციის კადრი

პარიზში მძევლები აიყვანეს - პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს

142
(განახლებულია 22:55 12.06.2018)
სპეცოპერაცია მიმდინარეობს მამაკაცის გამო, რომელმაც ორი მძევალი აიყვანა

თბილისი,12 ივნისი — Sputnik. პარიზის მეათე ოლქში მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა, იუწყება РИА Новости პორტალ France Info-ზე დაყრდნობით.

„პარიზის მეათე ოლქში საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობს“, — იუწყება გამოცემა.

პორტალის მონაცემებით, უცნობმა მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

რადიოსადგურ France Bleu იუწყება, რომ ერთ-ერთი მძევალი ორსული ქალია. ცნობილია, რომ ბოროტმოქმედი ირანის საელჩოსთან კავშირის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ამჟამად ადგილზე მუშაობს პოლიცია, იქვე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი.


142
თემები:
მსოფლიო დღეს (1383)