14 ბინის ძარცვისთვის ესპანეთში ქართველები დააკავეს

გამოწერა
დაკავებულებს შორის ოთხი მამაკაცი და ერთი ქალია.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ესპანელმა სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი ქართველი წევრი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავებულებს შორის 4 მამაკაცი, ერთი კი ქალია. მათი ასაკი 25-დან 39 წლამდეა. ეჭვმიტანილებს ალმერიაში 14 ბინის ძარცვა ედებათ ბრალად.

იზოლატორი - Sputnik საქართველო
ქართველ „კანონიერ ქურდს" ბელარუსში სამი წლით პატიმრობა შეეფარდა

ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ქალაქ ალმერიასა და მადრიდში ჩატარდა. დაკავების ოპერაციის დროს, ერთ-ერთმა დამნაშავემ გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი მანქანით პოლიციის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად, სამი პოლიციელი დაშავდა. 

სამართალდამცველების ცნობით, ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფება სახლებს, ძირითადად, ქალაქის ძველ უბნებში ქურდავდა. დამნაშავეები ისეთ დღეს არჩევდნენ, როდესაც სახლში არავინ იყო. მოპარულ ნივთებს შორის იყო ძვირფასეულობა, საათები, ფული და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

რატომ სცემა იტალიაში საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელი >>

ესპანური მედიის  ცნობით, საქმეზე  გამოძიება 2018 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა. ეჭვიტანილები ყოველი დანაშაულის ჩადენისას წინასწარ მოფიქრებული გეგმით მოქმედებდნენ. მათი დაკავება კი იმ დროს მოხდა, როდესაც მორიგი ძარცვის შემდეგ შემთხვევის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ. 

ჩხრეკის დროს პოლიციამ მანქანიდან დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და  კარის საკეტების გასახსნელი ინსტრუმენტები ამოიღო.

სასამართლომ ხუთივეს პატიმრობა მიუსაჯა.


ყველა ახალი ამბავი
0