დასახელდა ევროპის ყველაზე სუფთა დედაქალაქი

© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიკოპენჰაგენი
კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუფთა დედაქალაქის გამოსავლენად მკვლევარებმა 13 ევროპული ქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმებით შეისწავლეს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ევროპის ყველაზე სუფთა დედაქალაქად დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი დასახელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace-ის გერმანიის ოფისზე დაყრდნობით.

სუფთა დედაქალაქის გამოსავლენად მკვლევარებმა 13 ევროპული ქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმებით შეისწავლეს, რომელთა შორისაა ჰაერის ხარისხი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ველოსიპედის ინფრასტრუქტურა.

საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
რას ვსუნთქავთ: თბილისში ჰაერის ხარისხს ამოწმებენ

სისუფთავის მხრივ ევროპის დედაქალაქების ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან ამსტერდამი, ოსლო, ციურიხი და ვენა.

ამ ქალაქებში, მკვლევარების დასკვნის თანახმად, არის ყველაზე სუფთა და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემა, ფართოდ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო და საფეხმავლო ბილიკები და ჰაერის სისუფთავის დონე საშუალოზე მაღალია.

ასევე დადგინდა, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცია ტრანსპორტის მხრივ არის იტალიის დედაქალაქ რომში — აქ მგზავრთა გადაადგილების 65% წილი კერძო ტრანსპორტზე მოდის.

Greenpeace Clean Air-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ უსაფრთხო გზები და სუფთა ჰაერი ერთმანეთტან არის დაკავშირებული. თუ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ უკეთესი ხდება ჰაერის ხარისხიც და მოქალაქეები სუფთა ჰაერს სუნთქავენ, ქალაქის გზები კი უსაფრთხო ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0