უკრაინის პოლიციის თანამშრომელი კიევში

ოდესაში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

175
(განახლებულია 14:54 15.04.2018)
კრიმინალურ ავტორიტეტს ყალბი საბუთები აღმოაჩნდა

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესაში ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ ირაკლი ხუტა დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, იუწყება РИА Новости Украина ოდესის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„კანონიერი ქურდი“ უკრაინაში ოდესის ოლქის კრიმინალური წრეების საქმიანობის გასაკონტროლებლად და უკანონო ბიზნესისგან მიღებული შემოსავლების გადანაწილების მიზნით ჩავიდა — ეს ეხება ბინების ქურდობას, ნარკოტიკებით ვაჭრობას და ელიტური ავტომობილების გატაცებას, ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი ხუტა დააკავეს უკრაინული დოკუმენტებით, რომელიც სხვის სახელზე იყო გაფორმებული და უკრაინაში ვიზიტებისთვის გამოიყენებოდა. 

თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ „გია კუტაისკი“ მოკლეს >>

„ავტორიტეტი“ უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

175
თემები:
მსოფლიო დღეს (1311)