ილონ მასკი

ფანტასტიკის ზღვარზე - ილონ მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსის ვიდეო გაავრცელა

176
(განახლებულია 20:49 10.03.2018)
გამომგონებლის ჩანაფიქრით, ელექტრობუსი მიწისქვეშა გვირაბებში საათში 241 კილმეტრის სიჩქარით იმოძრავებს

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ამერიკელმა გამომგონებელმა და მეწარმემ ილონ მასკმა Twitter-ში ქალაქქვეშა გვირაბებისათვის ელექტრობუსის ვიდეო გაავრცელა.

ახალი საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტზე მასკის კომპანია The Boring Company მუშაობს.

ვარაუდობენ, რომ ელექტრობუსი მიწისქვეშა გვირაბებში საათში 241 კილმეტრის სიჩქარით იმოძრავებს. კომენტარებში მასკმა განმარტა, რომ მანქანა გვირაბებსა და ლიფტებს შორის ავტომატურად იმოძრავებს.

მასკის ახალი პროექტი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიედისტებზე იქნება ორიენტირებული.

ილონ მასკი არის კომპანია PayPal-ის დამფუძნებელი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, თანამფლობელი, გენერალური დირექტორი და მთავარი ინჟინერი, კომპანია Tesla-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი და სულის ჩამდგმელი, ასევე კომპანია SolarCity-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

კომპანია SpaceX-მა კალიფორნიაში ვანდენბერგის კოსმოდრომიდან რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომლის ბორტზე ინტერნეტის გამავრცელებელი თანამგზავრები Microsat 2a და Microsat 2b და ესპანური ტელესაკომუნიკაციო თანამგზავრი Paz მდებარეობს.

მსოფლიო Wi-Fi ქსელთან პაროლის თემაზე მასკმა იხუმრა: „არავის უთხრათ, მაგრამ Wi-Fi-ს პაროლია „მარსიანელები“, — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონება 2017 წელს 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


176
თემები:
მსოფლიო დღეს (1495)