კიბოს დიაგნოსტიკის ციფრული ლაბორატორია

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი: დასახელდა ონკოდაავადებების ხელისშემშლელი ვიტამინი

588
ამ დასკვნამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა, რომელმაც 40-69 წლამდე ასაკის 33 ათასი ადამიანის სისხლი და საანკეტო მონაცემები გააანალიზა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ორგანიზმში ვიტამინ D-ს მაღალი შემცველობა ონკოდაავადებების განვითარებას უშლის ხელს, წერს პორტალი  Eurekalert.

ამ დასკვნამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა, რომელმაც 40-69 წლამდე ასაკის 33 ათასი იაპონელის სისხლი და საანკეტო მონაცემები (კვების რაციონი, ცხოვრების წესი, ოჯახში ონკოდაავადებების ისტორია) გააანალიზა. დაკვირვება 16 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

​იმგვარი ფაქტორების გათალისწინებით, როგორებიცაა: ასაკი, წონა, ფიზიკური აქტივობის ხარისხი, მოწევა და ალკოჰოლი, სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორგანიზმში ვიტამინ D-ს მაღალი კონცენტრაცია 20%-ით ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს. ეს ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიტამინის მაღალი დონე 30-50%-ით ამცირებს ღვიძლის კიბოს საფრთხეს, განსაკუთრებით, მამაკაცებში.

588
თემები:
მსოფლიო სამეცნიერო მიღწევები (200)