ლუდი

ბიოლოგებმა ლუდში საშიში დაავადებების წამალი აღმოაჩინეს

202
(განახლებულია 17:59 08.02.2018)
მღრღნელებს, რომლებსაც ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტის, სვიის შემადგენელი ქსანტოჰუმოლის წარმოებულს აძლევდნენ, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის დაბალი დონე უფიქსირდებოდათ

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტის, სვიის შემადგენელი ქსანტოჰუმოლი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს ჭარბწონიანობის, ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნალოდ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ორეგონის უნივერსიტეტიდან, რომელთა ნაშრომიც ჟურნალმა Scientific Reports-მა გამოაქვეყნა.

​კვლევა თაგვებზე ჩატარდა, რომლებსაც მაღალცხიმოვანი საკვებით კვებავდნენ, რათა ადამიანის „დასავლური დიეტის“ იმიტაცია შეექმნათ. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დიეტის ბოროტად გამოყენება მთელ რიგ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას, მათ შორის, იწვევს ჭარბწონიანობასა და ჰიპერტონიას. 

როგორც გაირკვა, მღრღნელებს, რომლებსაც ქსანტოჰუმოლის ჰიდროგენიზირებულ წარმოებულს აძლევდნენ, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის დაბალი დონე უფიქსირდებოდათ. ამას გარდა, უქვეითდებოდათ ლეპტინის  — შიმშილის ჰორმონის მიმართ მგრძნობელობა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამ ყველაფერს შედეგად ის მოჰყვა, რომ ცდის მონაწილე თაგვები მალე გრძნობდნენ სიმაძღრეს და ნაკლებს ჭამდნენ, ანუ მცირე რაოდენობის ცხიმიან საკვებს იღებდნენ.

202
თემები:
მსოფლიო სამეცნიერო მიღწევები (146)