გარდაიცვალა ინტერნეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი

© Photo: courtesy of Politkuhnyaმონაცემთა დამუშავება
მონაცემთა დამუშავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ინტერნეტის ძირითადი სეგმენტები, რომლებიც ყველა მომხმარებელმა იცის და უყვარს, სწორედ ბარლოუს წყალობით არსებობს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თანამედროვე იმტერნეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-ის (EFF) დამფუძნებელი ჯონ პერი ბარლოუ 70 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

EFF-ი კიბერსივრცეში უფლებების დაცვითაა დაკავებული. ფონდის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ნათქვამია:

„დღეს ინტერნეტმა თავისი გმირი დაკარგა. Electronic Frontier Foundation-ი გლოვობს ჯონ პერი ბარლოუს წასვლას“.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტის „მამა“ ძილში გარდაიცვალა.

როგორც EFF-ში აღნიშნავენ, „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტის ძირითადი სეგმენტები, რომლებიც ყველას გვიყვარს, არსებობს და ვითარდება ბარლოუს ხედვებისა და ხელმძღვანელობის წყალობით“.

ყველა ახალი ამბავი
0