მიხეილ სააკაშვილი დაკავებისას

სააკაშვილს სახლში დროულად მისვლა დაავალეს

47
მიხეილ სააკაშვილს დღეღამის გარკვეულ საათებში - 22.00-დან მომდევნო დღის 07.00 საათამდე - შინაპატიმრობა შეეფარდა

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ღამის საათებში შინაპატიმრობა მიესაჯა, იუწყება РИА Новости Украина კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

ამგვარად სასამართლომ ბათილად ცნო კიევის პეჩერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მანამდე უარი თქვა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებაზე, დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობის და მათი საქმიანობის დაფარვის ფაქტთან დაკავშირებით, და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გენერალური პროკურატურის სააპელაციო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სადღეღამისო შინაპატიმრობის გამოყენების შესახებ, სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნას შინაპატიმრობა დღეღამის გარკვეულ საათებში, კერძოდ, 22.00-დან მომდევნო დღის 07.00 საათამდე“, — წაიკითხა გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ ოლეგ პრისიაჟნიუკმა.

სააკაშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა უწოდა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ახალი მიტინგები დააანონსა.

„ის, რაც მათ დღეს გააკეთეს, — ეს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის პირდაპირი მცდელობაა… არცერთი ხრიკი, რომ შემიზღუდონ გადაადგილება, ადამიანებთან ურთიერთობა, სახლში გამომკეტონ, შემზღუდონ ჩემს მოქმედებებში, არ გამოუვათ… უახლოეს დროს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშების ჩატარების შესახებ გამოვაცხადებთ“, — განაცხადა სააკაშვილმა პარასკევს სასამართლოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, პოროშენკოს გადაყენების მიზნით ის სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს გაერთიანების თაობაზე გამართავს.


47
თემები:
მიხეილ სააკაშვილი (112)