ხუთდღიანი ტყვეობა: მაშველებმა გამოქვაბულში ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 25-დან 55 წლამდე ასაკის რვა მამაკაცი ტურისტი ჰიოლოჰის გამოქვაბულში შაბათს გაემგზავრა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. შვეიცარიელმა მაშველებმა ჰიოლოჰის გამოქვაბულში წყლის დონის აწევის გამო ხუთი დღის წინ ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კანტონ შვიცის პოლიციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 25-დან 55 წლამდე ასაკის რვა მამაკაცი ტურისტი ჰიოლოჰის გამოქვაბულში შაბათს გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მათ თან ახლდათ პროფესიონალი გამცილებელი, გამოქვაბულიდან გამოსვლა მაინც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ტერიტორია წყლით დაიფარა.

პოლიციის ინფორმაციით, ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია, რაც სამედიცინო შემოწმებით დადასტურდა. ყველა მათგანი უკვე გაემგზავრა შინ.

ყველა ახალი ამბავი
0