ბრიტანული მოსაზრება: რუსეთი განუზომელი რაოდენობის ადამიანს უქმნის საფრთხეს

© FB / Gavin Williamsonდიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, კრემლი სწავლობს ბრიტანეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და განზრახული აქვს, გადადგას ნაბიჯები, რომლებსაც ნებისმიერი სხვა ქვეყანა „აბსოლუტურად მიუღებლად“ შეაფასებდა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა გაზეთ The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ „რუსეთი ბრიტანეთის ინფრასტრუქტურას შეუტევს, განუზომელი რაოდენობის მსხვერპლს მივიღებთ“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

Typhoon - Sputnik საქართველო
განგაში რუსული თვითმფრინავების გამო: ბრიტანული გამანადგურებლები ცაში აფრინდნენ

მინისტრის თქმით, კრემლი სწავლობს ბრიტანეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და განზრახული აქვს, გადადგას ნაბიჯები, რომლებსაც ნებისმიერი სხვა ქვეყანა „აბსოლუტურად მიუღებლად“ შეაფასებდა.

„ისინი იმსჯელებენ, როგორ მიაყენონ მეტი ტკივილი დიდ ბრიტანეთს. ეკონომიკის დაზარალება და ინფრასტრუქტურის მოშლა განუზომელი რაოდენობის მსხვრპლამდე მიგვიყვანს და სრულ ქაოსს გამოიწვევს ქვეყანაში“, — განაცხადა უილიამსონმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ რუსეთის სამიზნედ შესაძლოა იქცეს ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოს კონტინენტთან აკავშირებს.

​„ეს რეალური საფრთხეა, რომელთან შეჯახებაც, ჩემი რწმენით, ქვეყანას ამ მომენტისთვის უწევს“, — დაამატა მინისტრმა.

The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ გევინ უილიამსონის განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი პოლიტიკის გადახედვის ხუთთვიან პერიოდს დაემთხვა, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტრო შეეცდება მეტი ფული დაზოგოს, რათა შეიარაღებული ძალების შემცირება არ დაუშვას.

ყველა ახალი ამბავი
0