ხანძარი სამხრეთ კორეის საავადმყოფოში

სამხრეთ კორეის საავადმყოფოში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა

11
(განახლებულია 13:17 26.01.2018)
ცეცხლი მეფე სეჯონის სახელობის საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სავარაუდოდ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სამხრეთ კორეის ქალაქ მილიანის საავადმყოფოში გაჩენილმა ხანძარმა 41 ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „რიონჰაპზე“ დაყრდნობით.

ხანძრის დროს დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 80 კაცს შეადგენს.

​„რიონჰაპის“ ინფორმაციით, ცეცხლი მეფე სეჯონის სახელობის საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა, სავარაუდოდ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ამ დროისათვის კლინიკაში 111 პაციენტი იმყოფებოდა. მეხანძრეები ცეცხლს ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ.

​ქვეყნის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია და მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გატარება მოითხოვა.

მანამდე, 21 დეკემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქ ჩეჩხონის ცენტრში. აალდა რვასართულიან პარკინგზე გაჩერებული ავტომობილი, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ შენობას მოედო. ინციდენტისას დაიღუპა მეორე სართულზე განთავსებული საუნისა და ფიტნეს-ცენტრის 29 ვიზიტორი, ხოლო 26 ადამიანს დამწვრობა და კვამლით მოწამვლა აღენიშნებოდა. ​

11
თემები:
მსოფლიო დღეს (1069)