გაზის აფეთქება ანტვერპენში: დანგრეულია სამი სახლი, არის მსხვერპლი - ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Ylia Petrov / გადასვლა მედიაბანკშიგაზის აფეთქება
გაზის აფეთქება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ, ხოლო ხუთი - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, სამი სახლი დაინგრა, რომლის ნანგრევებშიც ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის ცენტრალურ კომისარიატზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ, ხოლო ხუთი — უკიდურესად მძიმე  მდგომარეობაშია.

​აფეთქებამ ერთი სამსართულიანი სახლი პრაქტიკულად სრულად გაანადგურა, ხოლო ორი სერიოზულად დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება ანტვერპენის უნივერსიტეტის მახლობლად მოხდა. თუმცა ინფორმაცია იმის თაობაზე, არიან თუ არა დაშავებულთა შორის სტუდენტები, არ ვრცელდება.

პოლიციის განცხადებით, ქალაქის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ტერაქტის ვერსია არ განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0