გარდაიცვალა დოლორეს ო’რიორდანი - როკ-ჯგუფ The Cranberries სოლისტი

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიროკ-ჯგუფ The Cranberries სოლისტი დოლორეს ო’რიორდანი
როკ-ჯგუფ The Cranberries სოლისტი დოლორეს ო’რიორდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მუსიკოსის გარდაცვალების დეტალები ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ირლანდიური როკ-ჯგუფ The Cranberries სოლისტი დოლორეს ო’რიორდანი ლონდონში 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости ტელეარხ RTE-ზე დაყრდნობით.

„The Cranberries სოლისტი ლონდონში ჩაწერაზე იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, — განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.

ო’რიორდანი შეუერთდა ჯგუფ Cranberries 1990 წელს 18 წლის ასაკში და იმ დროიდან ჯგუფის ვოკალისტი და სახე გახდა. 2003 წლიდან მან სოლოკარიერა დაიწყო. მომღერალს ჯგუფ Duran Duran-ის მენეჯერთან ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა.

ო’რიორდანმა ფილმში „დაწკაპუნება“ (Click) ეპიზოდური როლი ითამაშა, ფილმისთვის „ქრისტეს ვნებანი“ სიმღერა Ave Maria ჩაწერა.


ყველა ახალი ამბავი
0